„ფულჰემისა“ და პორტუგალიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ჟოაო პალინია „ბაიერნში“ გადავიდა. მხარეებმა 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმეს ხელშეკრულება, – იტყობინება მიუნხენური კლუბის პრესსამსახური.
პრესის მონაცემებით, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თანხამ 45 მილიონი ევრო შეადგინა.
გასულ სეზონში პალინიამ „ფულჰემის“ რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 27 მატჩში ორი გოლია.
„ფულჰემმა“ პალინია 2022 წლის ზაფხულში შეიძინა „სპორტინგიდან“. მანამდე ნახევარმცველი „ბრაგასა“ და „ბელენენსეშში“ თამაშობდა.