„ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ული ჰიონესმა დაადასტურა ჭორები იმის შესახებ, რომ მიუნხენურ კლუბს სურს „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის ჩაბი ალონსოს გადაბირება.
„ჩაბი ალონსომ დაამტკიცა, რომ შეუძლია გახდეს მართლაც უმაღლესი დონის მწვრთნელი. მისი მოწვევა ძალიან რთული იქნება, რადგან ისეთი კლუბები, როგორებიც არიან „ლივერპული“, „რეალი“ და „ლევერკუზენი“ ასევე მუშაობენ ამაზე“, – განაცხადა ჰიონესმა.
ჩაბი ალონსოს მოქმედი კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.