„ბაიერნმა“ „აიაქსიდან“ მცველი შეიძინა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ ყველა დეტალი შეათანხმა „აიაქსიდან“ მცველ ნუსაირ მაზრაუის შეძენაზე. როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, გერმანიის ჩემპიონს რჩება მხოლოდ ოფიციალური ინფორმაციის გამოცხადება.

რაც შეეხება „ბაიერნში“ კიდევ ერთი ამსტერდამელის, ნახევარმცველ რაიან გრავენბერხის გადასვლას, მხარეებს რჩებათ გარიგების რამდენიმე ასპექტის შეთანხმება, კერძოდ, იმ ბონუსების, რომელსაც „აიაქსი“ 19 წლის ნიდერლანდელის გამოსვლისთვის მიიღებს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბაიერნი“ გრავენბერხში 17 მილიონ ევროს იხდის, „აიაქსი“ კი მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვს.

ამ სეზონში მაზრაუიმ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. გრავენბერხის ანგარიშზეა 41 მატჩი, სამი გოლი და ექვსი საგოლე პასი.