„ბაიერნმა“ 18 წლის მუსიალასთან კონტრაქტი გააგრძელა
„ბაიერნმა“ 18 წლის მუსიალასთან კონტრაქტი გააგრძელა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა.

26 თებერვალს ფეხბურთელს 18 წელი შეუსრულდა. ამ დღეს, გერმანიის ჩემპიონმა გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2026 წლის ზაფხულამდე, ახალგაზრდა მოთამაშის ხელფასი წელიწადში 5 მილიონი ევრო იქნება.

აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დღით ადრე, მუსიალამ, რომელსაც ინგლისის მოქალაქეობა გააჩნია, გერმანიის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში მუსიალამ 27 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონ ევროს შეადგენს.