„ბაიერნის“ ფეხბურთელებმა ხელფასის შემცირების გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღეს
„ბაიერნის“ ფეხბურთელებმა ხელფასის შემცირების გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღეს, – იუწყება Sky Sport Germany.
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ევროპული კლუბი ფანანსური კრიზისის წინაშე დააყენა.
„ბაიერნის“ ფეხბურთელებმა კლუბის პერსონალისთვის ხელფასისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების გამო, საკუთარი ანაზღაურების შემცირება გადაწყვიტეს.
ცოტა ხნის წინ, „ბაიერნის“ რამდენიმე ფეხბურთელმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდიც დაარსა.