„ბაიერნი“ უმცროსი კვარაცხელიათი დაინტერესდა #1TVSPORT
„ბაიერნი“ უმცროსი კვარაცხელიათი დაინტერესდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავის უმცროსი ძმა, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია, შესაძლოა, გერმანულ გრანდში, მიუნხენის „ბაიერნში“ აღმოჩნდეს – ინფორმაციას La Gazzetta.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 16 წლის თავდამსხმელი „ბაიერნის“ რადარზეა. ახალგაზრდა მარცხენაფლანგელი, უფროსი ძმის მსგავსად, „დინამო თბილისის“ აკადემიაში თამაშობს. თუმცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი (6 მატჩი) თემურ ქეცბაიამ მთავარ გუნდში ავარჯიშა და ბათუმის „დინამოსთან“ ეროვნული ლიგის მატჩის განაცხადშიც შეიყვანა.

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე კვარაცხელიათი „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ დაინტერესდნენ და პოზიციები ბელგიურმა გუნდებმაც მოსინჯეს.

თუმცა, La Gazzetta.ge-ს ინფორმაციით, „დინამო თბილისის“ განაცხადში მოხვედრის შემდეგ თორნიკე კვარაცხელია მიუნხენში „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან შესახვედრად გაფრინდა, რადგან გერმანული კლუბი მის გადაბირებას ცდილობს.