„ბაიერნი“ მიულერთან კონტრაქტს არ გააგრძელებს - კლუბის ლეგენდა მიუნხენს ზაფხულში დატოვებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნი“ არ გააგრძელებს კონტრაქტს ნახევარმცველ თომას მიულერთან. 35 წლის ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისს იწურება.
Bild-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ინფორმაციით, მოლაპარაკებების ორი რაუნდის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ფეხბურთელი არ მიიღებს შეთავაზებას ახალ კონტრაქტზე.
მიულერი „ბაიერნის“ ძირითად გუნდში 2009 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.