„ბაიერნი“ მერვედფინალში გავიდა, „მანჩესტერი“ ბოლო ადგილზე დაეშვა – ჩემპიონთა ლიგა, IV ტური – A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* რასმუს ჰოილუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
* ჰოილუნდი (20 წლის, 277 დღის) „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა.
* ჰოილუნდი „ატლეტიკოს“ ფორვარდთან, ალვარო მორატასთან ერთად ხუთი გოლით ლიდერობს ბომბარდირთა სიას.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ორბურთიანი უპირატესობით იყო წინ.
* „მანჩესტერ იუნაიტედს“ 11 გოლი აქვს გაშვებული. უფრო მეტი საკუთარ კარში მიიღეს „ანტვერპენმა“ (14) და „სელტიკმა“ (12).
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ სეზონში 17 ოფიციალურ მატჩში ცხრაჯერ წააგო. ასეთ რამ პირველად მოხდა ბოლო 50 წლის განმავლობაში.
* ჰარი კეინს „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ 15 ოფიციალურ მატჩში 26 ქულა (19 გოლი+7 პასი) დაუგროვდა.
* „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 38-მატჩიანი წაუგებელი და 17-მატჩიანი მოგებების სერია აქვს. ორივე მაჩვენებელი ტურნირის რეკორდია. მიუნხენელთა ბოლო წაგება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წლით თარიღდება.
ბაიერნი-გალათასარაი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (80), 2:0 კეინი (86), 2:1 ბაკამბუ (90+3)
კოპენჰაგენი-მანჩესტერ იუნ 4:3
გოლები: 0:1 ჰოილუნდი (3), 0:2 ჰოილუნდი (28), 1:2 ელიუნუსი (45), 2:2 გონსალვეში (45+9-პენ), 2:3 ბრუნო ფერნანდეში (69-პენ), 3:3 ლერაგერი (83), 4:3 ბარგდჯი (87)
გაძევება: რეშფორდი (42. მანჩესტერი)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ბაიერნი | 4 | 4 | 0 | 0 | 11-6 | 12 |
| 2. კოპენჰაგენი | 4 | 1 | 1 | 2 | 7-8 | 4 |
| 3. გალათასარაი | 4 | 1 | 1 | 2 | 7-9 | 4 |
| 4. მანჩესტერ იუნ | 4 | 1 | 0 | 3 | 9-11 | 3 |