„ბაიერნი“ მერვედფინალში გავიდა, „მანჩესტერი“ ბოლო ადგილზე დაეშვა - ჩემპიონთა ლიგა, IV ტური - A ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* რასმუს ჰოილუნდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგის პირველ ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
* ჰოილუნდი (20 წლის, 277 დღის) „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა.
* ჰოილუნდი „ატლეტიკოს“ ფორვარდთან, ალვარო მორატასთან ერთად ხუთი გოლით ლიდერობს ბომბარდირთა სიას.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ორბურთიანი უპირატესობით იყო წინ.
* „მანჩესტერ იუნაიტედს“ 11 გოლი აქვს გაშვებული. უფრო მეტი საკუთარ კარში მიიღეს „ანტვერპენმა“ (14) და „სელტიკმა“ (12).
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამ სეზონში 17 ოფიციალურ მატჩში ცხრაჯერ წააგო. ასეთ რამ პირველად მოხდა ბოლო 50 წლის განმავლობაში.
* ჰარი კეინს „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ 15 ოფიციალურ მატჩში 26 ქულა (19 გოლი+7 პასი) დაუგროვდა.
* „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 38-მატჩიანი წაუგებელი და 17-მატჩიანი მოგებების სერია აქვს. ორივე მაჩვენებელი ტურნირის რეკორდია. მიუნხენელთა ბოლო წაგება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წლით თარიღდება.
ბაიერნი-გალათასარაი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (80), 2:0 კეინი (86), 2:1 ბაკამბუ (90+3)
კოპენჰაგენი-მანჩესტერ იუნ 4:3
გოლები: 0:1 ჰოილუნდი (3), 0:2 ჰოილუნდი (28), 1:2 ელიუნუსი (45), 2:2 გონსალვეში (45+9-პენ), 2:3 ბრუნო ფერნანდეში (69-პენ), 3:3 ლერაგერი (83), 4:3 ბარგდჯი (87)
გაძევება: რეშფორდი (42. მანჩესტერი)
|
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1. ბაიერნი |
4 |
4 |
0 |
0 |
11-6 |
12 |
2. კოპენჰაგენი |
4 |
1 |
1 |
2 |
7-8 |
4 |
3. გალათასარაი |
4 |
1 |
1 |
2 |
7-9 |
4 |
4. მანჩესტერ იუნ |
4 |
1 |
0 |
3 |
9-11 |
3 |