ბაიერნი მარკო ასენსიოში 120 მილიონს იხდის
ბაიერნი მარკო ასენსიოში 120 მილიონს იხდის

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ გამოცემა დონ ბალონი (Don Balón) წერს.
ირკვევა, რომ მიუნხენის ბაიერნი მზად არის გადაიხადოს 23 წლის ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო. თავად ესპანელიც არ არის კლუბის შეცვლის წინააღმდეგი. მიუნხენელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ასენსიოსთან და შესთავაზეს მას სარფიანი კონტრაქტი.

ამ სეზონში მარკო ასენსიომ რეალის შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ რეალს მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მითითებული აქვს 700 მილიონი ევრო.