გერმანიის თასის გათამაშება მიუნხენის „ბაიერნის“ გარეშე გაგრძელდება. 1/16 ფინალიდან „რეკორდმაისტერი“ მეორე ბუნდესლიგის „ჰოლსტეინ კილმა“ გამოაგდო.
წინა სეზონის ტრიუმფატორი აუტსაიდერთან სერჟ გნაბრისა და ლეროი სანეს გოლებით ორჯერ იგებდა, თუმცა „კილმა“ ანგარიშის გათანაბრება 94-ე წუთზე მოახერხა. „ბაიერნმა“ მეტოქის გატეხვა ვერც დამატებით დროში მოახერხა. პენალტების სერიაში კი „კილის“ ფეხბურთელებმა მანუელ ნოიერს ექვსიდან ექვსი თერთმეტმეტრიანი გაუტანეს და საბოლოოდ, მრისხანე მეტოქე 6:5 დაამარცხეს.
„ბაიერნმა“ წელს უკვე დაკარგა ერთი ტიტულის მოგების შანსი. 2020 წელი კი „რეკორდმაისტერმა“ ხუთი ტიტულით დაასრულა.