„ბაიერნი“ ფილიპე კოუტინიოს გამოსყიდვას გეგმავს
მიუნხენის „ბაიერნი“ აპირებს „ბარსელონასგან“ გამოისყიდოს უფლებები ბრაზილიელ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოზე, წერს ესპანური ინტერნეტ-გამოცემა sport.es. ამ მომენტისთვის, კოუტინიო გერმანიის ჩემპიონის რიგებში იჯარის წესით თამაშობს.
მიუნხენელთა ხელმძღვანელობა კმაყოფილია ბრაზილიელის გამოსვლით, თავად ფეხბურთელსაც ყველაფერი აწყობს გერმანულ კლუბში. როგორც ვარაუდობენ, „ბაიერნი“ დაახლოებით 120 მილიონ ევროს გადაიხდის ფილიპე კოუტინიოში.
27 წლის შემტევმა ამ სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.