„იუვენტუსის“ არგენტინელი ვარსკვლავის, პაულო დიბალას ხელში ჩასაგდებად ორი ევროპული გრანდი იბრძვის – მიუნხენის „ბაიერნი“ და „ბარსელონა“.
იტალიური გაზეთის. „კორიერე დელო სპორტის“ (Corriere Dello Sport) ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზადა არის დიბალას სანაცვლოდ ტურინულ კლუბს 100 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ მხრივ, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
პარალელურად, ცნობილი გახდა „ბარსელონას“ მხრიდან ინტერესზეც. ესპანური მედიის ცნობით, კატალონიური გრანდი მზადაა, დიბალას სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაიხადოს.