„ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე მეოთხედფინალისტია
„ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე მეოთხედფინალისტია

​მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 8:1 დაამარცხა თურქეთის “ბეშიქთაში”.

გერმანულ გუნდს პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 5:0 ჰქონდა მოგებული. განმეორებითი შეხვედრა სტამბოლში გაიმართა, რომელიც ასევე გერმანიის ჩემპიონმა მოიგო – 3:1.

ტიაგო ალკანტარამ მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში და “ბაიერნმა” პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა “ბეშიქთაშის” მცველმა გიოქჰან გიონიულმა ავტოგოლი გაიტანა და გერმანელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა.

“ბეშიქთაშმა” ამას ვაგნერ ლავის გოლით უპასუხა, თუმცა ბოლო გოლი სანდრო ვაგნერმა შეაგდო და “ბაიერნმა” 3:1 მოიგო.

ეს იყო ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-11 მოგება “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელისთვის იუპ ჰაინკესისთვის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.