„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით მატჩს საკუთარი ფანების გარეშე ითამაშებს #1TVSPORT
„ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლით მატჩს საკუთარი ფანების გარეშე ითამაშებს #1TVSPORT

უეფა-ს გადაწყვეტილებით, მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის გასვლით შეხვედრას საკუთარი მაყურებლების გარეშე ჩაატარებს.

ამის მიზეზი გახდა გერმანული კლუბის ფანების მოქმედება „ლაციოსთან“ განმეორებით მერვედფინალურ მატჩში, როცა მათ პიროტექნიკა გამოიყენეს და მინდორზე სხვადასხვა ნივთი ისროლეს. ამის გამო უეფამ „ბაიერნს“ სანქციები დაუწესა.

გერმანიის ჩემპიონის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ იღებს ამ სასჯელს. კლუბის დირექტორის, იან-კრისტიან დრეზენის თქმით, ამ შემთხვევაში აპელაციის შეტანა „უაზრობაა“.