ბაიბა ბრაჟე – საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებელი არ მიიღოს, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ხალხი განსხვავებულად ფიქრობს​

11:57, 16.11.2026

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებლის მიღება არ აირჩია“.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ხალხი არ იზიარებს.

„ეს ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მონაწილეობა მიიღოს ან არ მიიღოს, რა შესაძლებლობები შექმნას და გამოიყენოს ქვეყნის, ხალხის სასარგებლოდ. საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად სარგებელი არ მიიღოს. ეს მათი არჩევანია, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი განსხვავებულად ფიქრობს“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.

მსგავსი