ბაიბა ბრაჟე – ლატვია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა, მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბრაჟე აღნიშნავს, ლატვია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, – წერს ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში.
18 gadi kopš Krievijas militārās agresijas pret Gruziju. Joprojām 20% Gruzijas teritorijas atrodas Krievijas okupācijā.
Latvija to nekad neatzīs un nelokāmi atbalsta Gruzijas suverenitāti, teritoriālo integritāti un starptautiski atzītās robežas. 🇱🇻🇬🇪 pic.twitter.com/5DYOgbrpiY
— Baiba Braže (@Braze_Baiba) August 7, 2026