ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკრაინაშია, რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას გარკვეული დროით თავშესაფარში იმყოფებოდა

15:22, 05.08.2026

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმისას გარკვეული დრო თავშესაფარში გაატარა. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიბა ბრაჟემ სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომლებმაც რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად ახლობლები დაკარგეს.

„ჩვენც აქ, კიევში თავშესაფარში ვიმალებოდით. ეს არც პირველი შემთხვევა ყოფილა და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ბაიბა ბრაჟემ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ „რუსებს შეუძლიათ ფანჯრების ჩამსხვრევა და შენობების ნგრევა, ისინი ვერასდროს შეძლებენ უკრაინის ან მისი სულის გატეხვას“.

„ისინი ვერ შეძლებენ უკრაინელების გატეხვას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც ამ ვიზიტიდან და ყველა განხილვიდან უნდა გამოვიტანოთ“, – აღნიშნა ბრაჟემ.

ცნობისთვის, რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად კიევის ოლქში დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, დაშავებულია 44 ადამიანი.

მსგავსი