ბაჰრეინში ბრიტანეთმა სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი ბაზა გახსნა
ბაჰრეინში ბრიტანეთმა სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი ბაზა გახსნა

ბრიტანეთმა ბაჰრეინში სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი ბაზა გახსნა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზა მინა სალმანის პორტშია განთავსებული.

სამხედრო ბაზაზე 300 ბრიტანელი სამხედრო და სამოქალაქო პირი განთავსდება, დროის მცირე შუალედებში კი ბაზას 550 ადამიანის მიღება შეეძლება.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი ბაზა ბრიტანეთისთვის და კოალიციური მოკავშირეებისთვის სუეცის არხის აღმოსავლეთით სტრატეგიული წერტილი იქნება.

ბაჰრეინში ბრიტანეთის პირველი სამხედრო-საზღვაო ბაზა 1935 წელს დაფუძნდა. 1971 წელს, როდესაც ბაჰრეინმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბაზაზე ამერიკელი სამხედროები განთავსდნენ. ბაზის აღდგენის გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღეს. ბრიტანელი სამხედროების გარდა, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-5 ფლოტიცაა განთავსებული.