ბაჰრეინის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ქვეყანაზე მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა, დაშავდა, სულ მცირე, 32 ადამიანი
ბაჰრეინის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ქვეყანაზე მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა, დაშავდა, სულ მცირე, 32 ადამიანი

ბაჰრეინის სახელმწიფო მედიის განცხადებით, ირანმა ქვეყანაზე მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა. მათივე ცნობით, დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაშავდა.

ბაჰრეინის ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა დაშავებული ბაჰრეინის მოქალაქეა – მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც თავისა და თვალის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. ყველაზე ახალგაზრდა დაშავებული კი ორი თვის ბავშვია.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.