ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღავლინა
ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღავლინა

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დილამდე გაგრძელდა.

ღვთისმსახურება ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.

მწუხრის ლოცვის შემდეგ, ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა შესრულდა. სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობელი იგალობეს.

სააღდგომო მსახურების დასრულების შემდეგ კი, სასულიერო პირებმა მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასკები და წითელი კვერცხები აკურთხეს.