ბაგრამის სამხედრო ბაზასთან აფეთქებისას ხუთი ჩეხი სამხედრო დაშავდა, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
ბაგრამის სამხედრო ბაზასთან აფეთქებისას ხუთი ჩეხი სამხედრო დაშავდა, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზასთან აფეთქების შედეგად ხუთი ჩეხი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ჩეხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, თავდასხმა სამხედროების პატრულირების დროს მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც მას სამხედრო მანქანა მიუახლოვდა.

აფეთქების შედეგად, ჯარისკაცების ავტომობილი გადატრიალდა. დაშავებულთაგან ოთხს მსუბუქი ტრავმები აქვს, მეხუთეს მდგომარეობა კი, მძიმეა. ისინი ბაგრამის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, აფეთქებისას ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.