ბაგრამის ავიაბაზის ახალი მეთაურის ინფორმაციით, ავღანელებისთვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე ამერიკელებმა ბაზა შუაღამით დატოვეს

14:36, 06.07.2021

ბაგრამის ავიაბაზის ახალი მეთაურის ინფორმაციით, ავღანელებისთვის ყოველგვარი შეტყობინების გარეშე ამერიკელებმა ბაზა შუაღამით დატოვეს. გენერალმა ასადულა კოჰისტანმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ ამერიკელები ავიაბაზიდან ადგილობრივი დროით 03:00 საათზე გავიდნენ, რაც ავღანეთის ხელისუფლებამ რამდენიმე საათის შემდეგ შეიტყო.

გენერალ კოჰისტანის თქმით, ავღანეთის ძალები ბაგრამის ავიაბაზაზე „თალიბანის“ თავდასხმებს ელოდებიან.

ბაგრამის ავიაბაზის ახალი მეთაური დაქვემდებარებაში ამჟამად 3 000 ჯარისკაცია. ბაგრამის ბაზაზე ციხეა განთავსებული, სადაც სავარაუდოდ 5 000-მდე თალიბი მებრძოლია დაპატიმრებული.

ავღანეთიდან აშშ-ის და საერთაშორისო კოალიციის გასვლის პარალელურად, „თალიბანი“ ახალ ტერიტორიებს იკავებს. ავღანეთ-ტაჯიკეთის სასაზღვრო ზონაში ბრძოლების შედეგად, ავღანეთის არმიის 1 000-მდე ჯარისკაცმა პოზიციები მიატოვა და ტაჯიკეთში გაიქცა.

მსგავსი