ბაღებში მშობლებს ბავშვების აცრების შესახებ ცნობის მიტანას სთხოვენ 
ბაღებში მშობლებს ბავშვების აცრების შესახებ ცნობის მიტანას სთხოვენ 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თითოეულ ბაღს მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები წითელას გავრცელების პრევენციის მიზნით, – ამის შესახებ პირველ არხს ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, რეკომენდაციები ითვალისწინებს აცრების შესახებ აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ანუ ჯანმრთელობის ცნობა “ფორმა 100″-ში წითელას აცრის დაფიქსირებას.

„თუ აღსაზრდელი არ არის აცრილი, გაეწიოს მშობელს კონსულტაცია შესაბამისი აცრის ჩატარების საჭიროების თაობაზე. ასევე რეკომენდაცია ეძლევა ბაღებს, თუ ბავშვი აცდენს ბაღს, დაადგინონ გაცდენის რეალური მიზეზი და წითელას გამოვლენის შემთხვევაში, შეტყობინება გაუგზავნონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს”, – აცხადებენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

 

დატოვე კომენტარი