ბაღების სააგენტო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინვენტარს შეისყიდის
ბაღების სააგენტო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინვენტარს შეისყიდის

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბაღების სააგენტო შესაბამის ინვენტარს შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

43 საჯარო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საჭირო ინვენტარის სრული ნუსხა უკვე მომზადდა და ამჟამად შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს.

ამასთან, არსებული მდგომარეობით მონიტორინგი კიდევ 71 ბაგა-ბაღში გრძელდება.

ინვენტარი კვამლის, ნახშირჟანგისა და მეთანის დეტექტორებს, ცეცხლმაქრ ფხვნილებს, კვების ბლოკებს, სამისამართო მართვის პულტებსა და სხვა ტექნიკურ დეტალებს მოიცავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი, თუმცა შესყიდვების პროცედურების დასრულების შემდეგ, ბაღები სრულად აღიჭურვება სახანძრო უსაფრთხოების სრულფასოვანი უზრუნველყოფისათვის.

სამუშაოების დასრულება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე იგეგმება.