ბაღების კვებით მომსახურების კომპანია მერიის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს
ბაღების კვებით მომსახურების კომპანია მერიის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს

კომპანია „ელფი“ , რომელიც სკოლამდელი აღსაზრდელების კვებით მომსახურებას უზრუნველყოფდა, მერიის მონიტორინგისა და აუდიტის სამსახურის უფროსს, ბადრი გიორგიძეს ზეწოლაში და საქმიანობის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.

კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიამ ხელის შეშლის მიუხედავად, მოახერხა ტენდერში გამარჯვება, თუმცა პრობლემები კომპანიას ისევ შეუქმნეს.

“გიორგიძეს განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რასაც შედეგად მოჰყვა შპს „ელფის“ როგორც არასასურველი კონკურენტის თავიდან მოცილება, კვლავ გააგრძელა კომპანია “ელფის” წინააღმდეგ უკანონო საქმიანობა. ამა წლის 8 ნოემბერს, ყალბ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მან გასცა აუდიტორული დასკვანა, სადაც ბაგა-ბაღების სააგენტოს ადანაშაულებს ჩვენს მიერ 2016-2017 წლებში მოგებული ტენდერების ფასებით მანიპულირებაში”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა თინათინ პაპუაშვილმა.

კომპანიის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე თბილისის მერს სთხოვს, დაინტრესდეს შექმნილი ვიარებით. მისი თქმით, ბაღის დირექტორებზე ზეწოლა მიმდინარეობს. მათი ნაწილი გუშინაც იყო დაბარებული მერიაში, სადაც სთხოვენ, კომპანიის წინააღმდეგ იმოქმედონ.