ბაღდათში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება [ფოტო]

10:28, 07.02.2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობს.

ოფიციალური ინფორმაციით, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში ამ დროისთვის ნაპოვნია სამი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ექვსი პირის სამძებრო სამუშაოები.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.

 

მსგავსი