ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბაღდათში, შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბაღდათის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „გი-ან 2011“ ასრულებს, რომლის ღირებულებაც 500 ათას ლარს შეადგენს.

მათვე ინფორმაციით, ენდელაძისა და შანიძის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები. რკინა- ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე წმინდა მარიამის ქუჩაზეც, რომლის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია შპს „ლომი“ ასრულებს.

ქალაქ ბაღდათში აღნიშნული გზების კეთილმოწყობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.