ბაღდათში რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისთავს აღნიშნავენ

18:01, 10.07.2021

ბაღდათის მუნიციპალიტეტში რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისთავს აღნიშნავენ.

მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.

დღეს ბაღდათის კულტურის ცენტრის ეზოში კომპოზიტორის ბიუსტი გაიხსნა. დღესვე მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება კონცერტი ანსამბლ „ქართული ხმების“, „ჩვენი კვარტეტის“, ასევე ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.

გუშინ რევაზ ლაღიძის სახელობის ბაღდათის კულტურის ცენტრში, საქართველოს პატრიარქის სახელით, ცნობილი საერთაშორისო სააღდგომო მე-16 ფესტივალის გაიმართა, რომლის ფარგლებში ბაღდათს ეწვია ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი პიანისტი და ბოსტონის New England Conservatory-ს პროფესორი ალექსანდრე კორსანტია. საიუბილეო საღამოში მონაწილეობა ქუთაისის ოპერის სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო.

ლაღიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ბაღდათში ყოველ წელს გაიმართება.

მსგავსი