ბაღდათში მოსახლეობამ აქცია გამართა
ბაღდათში მოსახლეობამ აქცია გამართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივები დაბინძურებულ სასმელ წყალზე საუბრობენ.

როგორც ისინი საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობენ, ონკანში წყალს გაურკვეველი ცოცხალი არსებები მოჰყვება. რის გამოც სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება.

„სოფელში წყლის ახალი სისტემა შვიდი თვის წინ გაკეთდა. მანამდე კარგი წყალი გვქონდა. ახლა კი, წყალი სასმელად უვარგისია. ვითხოვთ დახმარებას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მარინა ლიპარტელიანმა.