ბაღდათში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი იმართება
ბაღდათში ღვინის საერთაშორისო ფესტივალი იმართება

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ღვინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში დღეს გაიხსნა.

ფესტივალის წელს პირველად იმართება და მასში 50-მდე მეღვინე მონაწილეობს. მათი უმეტესობა არის ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან, თუმცა არიან მეღვინეები იმერეთის სხვა რაიონებიდან და ასევე რაჭიდან.

ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს ღვინის გაყიდვა-დეგუსტაცია, ასევე ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბაღდათის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.

ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა.

ფესტივალი დღეს საღამოს დასრულდება. სტუმრებს 21 საათიდან ელოდებათ კონცერტი ელექტრონული მუსიკითა და ლაზერშოუთი.