ბაღდათში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს
ბაღდათში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს

ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამაშველო ოპერაცია თითქმის 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მამაკაცი ჭის თხრილში ჩავარდა. ორმოში ჩავარდნის შემდეგ, ის მიწის მასამ დაფარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ.

მამაკაცის ორმოდან ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყვნენ როგორც მაშველები, ისე მძიმე ტექნიკა.

დატოვე კომენტარი