ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

23:39, 06.08.2019

ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი