ბაღდათში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
ბაღდათში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სკოლის მოსწავლის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ.

14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს.

შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

დატოვე კომენტარი