ბაღდათის ყოფილი გამგებლის გარდაცვალების ფაქტზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა
ბაღდათის ყოფილი გამგებლის გარდაცვალების ფაქტზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ სავარაუდოდ თავი მოიკლა. პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გეგეშიძის გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცხედარი თბილისში ახლობლებმა 3 დეკემბერს იპოვეს.

ირაკლი გეგეშიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე 2016 წლის 25 აპრილს დააკავეს. 11 სექტემბერს კი გეგეშიძე 230 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.