ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეხუთე ცხედარი იპოვეს

16:46, 07.02.2024

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ხუთი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ოთხი პირის სამძებრო სამუშაოები.

მსგავსი