ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ექვსი ცხედარია ნაპოვნი

17:48, 07.02.2024

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ექვსი ცხედარია ნაპოვნი.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები გრძელდება.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ექვსი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება სამი პირის სამძებრო სამუშაოები.

მსგავსი