ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 61,5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე გადაადგილება ნაცვლად ექვსი თვისა, 12 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაციის პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე. 1.5 საათით შემცირდება მგზავრობის დრო ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება ეტაპობრივად 2022 წლამდე მოხდება.