ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში, საღორია-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 5 კმ-მდე  მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავცრელებს.

უწყების ცნობით, რეაბულიტირებული მონაკვეთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. 

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ.

რეაბილიტირებული მონაკვეთი აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის.

პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, გაკეთდა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 992 801 ლარი შეადგინა.