ბაღდადში, კოალიციების ძალების სამხედრო ბაზაზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა
ბაღდადში, კოალიციების ძალების სამხედრო ბაზაზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

ბაღდადში, კოალიციების ძალების სამხედრო ბაზაზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა სარაკეტო იერიშს მსხვერპლი და დაზარალდა თუ არა ინფრასტრუქტურა.

ბაზა, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ამერიკის საელჩოსთან ახლოს მდებარეობს.