ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის სიახლოვეს, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს, სამი რაკეტა ჩამოვარდა
ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის სიახლოვეს, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს, სამი რაკეტა ჩამოვარდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონის სიახლოვეს, სადაც აშშ-ის საელჩო მდებარეობს, სამი ერთეული რაკეტა ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლმა „ფრანს პრესთან“ განაცხადა.

ამასთან, როგორც ანონიმურმა წყარომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რაკეტები მანსურის რაიონში ჩამოვარდა.

„საბჭოთა დროინდელი სამი ერთეული „კატიუშას“ ტიპის რაკეტა ჩამოვარდა ბაღდადში, მანსურის რაიონში“, – აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.

წყაროს თქმით, რაკეტები ჩამოვარდა ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ საავადმყოფოსთან, ბანკთან და ამ რაიონის წყლის მართვის განყოფილებასთან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.