ბაღდადის ე.წ. „მწვანე ზონაზე“ სარაკეტო იერიშის შედეგად მცირეწლოვანი დაიღუპა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა
Four rockets targeted the Green Zone in Iraq's capital late Tuesday, Iraqi military statement said. *The images are of the rocket launcher
ბაღდადის ე.წ. „მწვანე ზონაზე“ სარაკეტო იერიშს ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ერაყის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სარაკეტო დარტყმის სამიზნეს აშშ-ის საელჩო წარმოადგენდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სულ მცირე ოთხი რაკეტა ჩამოვარდა ერაყის დედაქალაქის „მწვანე ზონაში”, სადაც დიპლომატიური მისიები და სამთავრობო შენობებია განლაგებული, კიდევ სამი შენობა კი „მწვანე ზონის“ გარეთ. შედეგად დაიღუპა ბავშვი, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.