ბაგებისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ბაგებისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ბაგებისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დაიტვირთა ბაგები-წყნეთის მიმართულებით საავტომობილო გზა.

„ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეულწილად გავაჩინოთ ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე გადავისროლოთ ნაკადები და ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე ალტერნატივა კონკრეტული გზის საშუალებით. ეს ხიდი განთავსდება უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ უნივერსიტეტის 11-ე კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. ტენდერი გამოცხადებულია, მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით წელიწადნახევრი ორი წელი დასჭირდება ამ პროექტის სრულად დასრულებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.