ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს
 ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს

ლაბორატორიის დასკვნების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი,- ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნაძალადევის ბაგა-ბაღიდან აღსაზრდელების ჰოსპიტალიაზაციის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, სავარაუდოდ, ეს არის სეზონური ინფექცია.

„თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. დაფიქსირდა ინფექციის ერთეული შემთხვევები. გამომდინარე იქედან, რომ სეზონური ინფექციები მრავლად არის ამ პერიოდში, ერთეული შემთხვევები თავისთავად, ჩვენს ბაღებშიც არის. მივმართეთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს, რომ გამოირიცხოს საკვები პროდუქტით ინტოქსიკაცია და გარკვეული პროდუქტები გადავაგზავნეთ ლაბორატორიაში. დასკვნები უახლოეს პერიოდში გვექნება. არა მხოლოდ ბაღის აღსაზრდელები არიან საავადმყოფოში, არამედ სკოლის მოსწავლეებიც. ეს უფრო სეზონურ ინფექციას უკავშირდება, ვიდრე კონკრეტული ბაღის შემთხვევას”, -განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, ნაძალადევის რაიონის საბავშვო ბაღიდან გუშინ სამი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ნაძალადევის 46-ე ბაღიდან გადაყვანილი სამი ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მათ დიაგნოზის დასადგენად მიკრობიოლოგიური კვლევა უტარდებათ