ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, მამუკა შაროვის დაკითხვისას მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, მამუკა შაროვის დაკითხვისას მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურატურის მოწმის, მამუკა შაროვის დაკითხვის დროს მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება გამოიწვია მოწმის ჩვენების იმ ნაწილმა, სადაც მამუკა შაროვმა განაცხადა, რომ „მას, როგორც ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს 2007 წელს კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე შეხვდა და პატარკაციშვილის მზარეულებზე ინფორმაცია სთხოვა, ორ თვეში კი ლიკვიდაცია იგეგმებოდა“.

ჩვენების ეს ნაწილი გააპროტესტა დაცვის მხარემ. ადვოკატებმა საქმეში არსებული ფარული ჩანაწერის გაშიფრული ვერსია წაუკითხეს მოწმეს, სადაც დგებუაძისა და მოწმის შეხვედრის დროს ლიკვიდაცია არ უხსენებია.

დაცვის მხარე პროკურატურის საქმის მასალებში არსებული ფარული ჩანაწერის პროცესზე წარმოდგენას ითხოვს, რომელიც როგორც ცნობილია, „მასტერას“, იგივე დგებუაძისა და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის 2007 წლის შეხვედრაზეა ჩაწერილი.

აღნიშნულის შემდეგ პროცესზე ხმაური იყო, რის შემდეგაც მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა.