ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა, ხოლო შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის, რამდენიმე ოპოზიციონერმაც
ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა, ხოლო შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის, რამდენიმე ოპოზიციონერმაც

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით დღეს ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ცნობილია. კენჭისყრის შედეგად ირკვევა, რომ ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა, ოპოზიციიდან კი, არც ერთმა კანონმდებელმა.

შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტას ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს – ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა და ფრიდონ ინჯიამ.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მის სადეპუტატო უფლებამოსულებას ოპოზიციიდან მხარი დაუჭირეს ფრიდონ ინჯიამ და დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. დღესვე უფლებამოსილება შეუწყვიტეს კახა კუჭავასაც, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეობა და მანდატი დატოვა.