ბადრი ჯაფარიძე - ვალერი გელაშვილის ცემა და გირგვლიანის მიმართ დანაშაული იყო ამაზრზენი, თუმცა ადეკვატური შეფასებისთვის გვჭირდება თავისუფალი სასამართლო, რომელიც არ გვაქვს
ბადრი ჯაფარიძე - ვალერი გელაშვილის ცემა და გირგვლიანის მიმართ დანაშაული იყო ამაზრზენი, თუმცა ადეკვატური შეფასებისთვის გვჭირდება თავისუფალი სასამართლო, რომელიც არ გვაქვს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არავინ დავობს იმაზე, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი იყო ამაზრზენი დანაშაული, ისევე როგორც გირგვლიანის მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული.

თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა იმაშია, რომ ადეკვატური გადაწყვეტილების მისაღებად და სამართლებრივი შეფასებისთვის, საჭიროა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში არ არსებობს.

„ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი იყო ამაზრზენი დანაშაული, ისევე როგორც გირგვლიანის მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული. ამაზე არავინ დავობს. პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. სასამართლოს მიერ რომ იყოს ადეკვატური გადაწყვეტილება გამოტანილი და ეს ყველაფერი ადეკვატურად შეფასებული, ამისთვის გვჭირდება თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. პრობლემა ეს არის. გელაშვილის მიმართ იყო ამაზრზენი ძალადობრივი დანაშაული, ისე როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა იყო ამაზრზენი და ძალადობრივი დანაშაული. ამაზე ორი აზრი არც შეიძლება, არსებობდეს. პრობლემა სხვა რამეშია, ჩვენ სამართლიანი სასამართლო არ გვაქვს, რომელიც ამ დანაშაულებებს შეაფასებს სწორად და სწორ განაჩენს დააყენებს. ის დანაშაულებები, რაც მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ყველა უნდა შეფასდეს სრულად, ადეკვატურად და სამართლებრივად, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს სამართლიანმა სასამართლომ და არა პოლიტიზებულმა სასმართლომ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ამ დანაშაულებში უშუალოდ სააკაშვილის ბრალეულობას ხედავთ?“, – ჯაფარიძე პასუხობს: „მე მოსამართლე არ გახლავართ“.