ბადრი ჯაფარიძე - თუ ვინმემ ღობე გადალახა, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ და წყლის ჭავლი ყველას მიმართ არ უნდა გამოეყენებინათ
ბადრი ჯაფარიძე - თუ ვინმემ ღობე გადალახა, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ და წყლის ჭავლი ყველას მიმართ არ უნდა გამოეყენებინათ

თუ ვინმემ ღობე გადალახა, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ და არ უნდა გამოეყენებინათ ყველას მიმართ წყლის ჭავლი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დემონსტრაციები გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ დაცინვა, მომიტინგეების აბუჩად აგდება არ არის გამოსავალი, პირიქით ამწვავებს ვითარებას.

„თუ ვინმემ დაარღვია, საუბარია, თითქოს ღობე გადალახა, კონკრეტულად ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ და არ უნდა გამოეყენებინათ ყველას მიმართ წყლის ჭავლი, ვფიქრობ, ეს იქნებოდა ადეკვატური. რაც შეეხება აქ შეკრებილ ხალხს, ისინი არიან ძალიან მშვიდობიანად განწყობილები. არის შეძახილები, მაგრამ მე არ ველოდები არანაირ გამწვავებას. რამდენადაც ჩვენ ხელისუფლებისგან მივიღეთ პასუხი, რომ იქ იყო მხოლოდ ექვსი ათასი ადამიანი შეკრებილი, ეს არის უაზრო მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან და დაცინვა პრაქტიკულად. ვფიქრობ, ეს გამოიწვევს მუხტის გაზრდას და დემონსტრაციები გაგრძელდება ვიდრე ხელისუფლება არ გააცნობიერებს, რომ დაცინვა და აბუჩად აგდება მომიტინგეების არ არის გამოსავალი, პირიქით ამწვავებს ვითარებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.