ბადრი ჯაფარიძე – სამშობლოსთვის თავშეწირული გმირების ვაჟკაცობა მუდამ იქნება სამაგალითო ყველა პატრიოტისთვის, მათი ხსოვნა მარადიულია
კვლავ უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის თავშეწირული გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გმირების ხსოვნა მარადიულია.
„2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. დღეს კვლავ უნდა გავიხსენოთ სამშობლოსთვის თავშეწირული გმირები, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე დათმეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მათი ვაჟკაცობა, თავგანწირვა და გმირობა მუდამ იქნება სამაგალითო ყველა პატრიოტისთვის. დიდება გმირებს, მათი ხსოვნა მარადიულია“, – წერს ჯაფარიძე.