ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილის გადასაწყვეტია, ჩამოვა თუ არა, ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც ამავდროულად, რეფერენდუმია
ბადრი ჯაფარიძე - სააკაშვილის გადასაწყვეტია, ჩამოვა თუ არა, ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც ამავდროულად, რეფერენდუმია

ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გდასაწყვეტია, ჩამოვა თუ არა საქართველოში. მისივე თქმით, ახლა ფოკუსირებული არიან ადგილობრივ არჩევნებზე.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ საჭიროა მშვიდი საარჩევნო გარემო.

„სააკაშვილის გადასაწყვეტია, ჩამოვა თუ არა. ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც ამავდროულად, რეფერენდუმია. ოპოზიცია დღეს აბსოლუტურად მზადაა, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოაშოროს მმართველოვას 2 ოქტომბერს არჩევნების შედეგად. დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს მმართველობას ყველა ადგილობრივ მმართველობის ორგანოებში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველგან,სადაც ჩვენ ველით მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ჩვენ ახლა მშვიდი საარჩევნო გარემო გვჭირდება. დაძაბულობა ხელს აძლევს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს არც ერთი საბაბი, რომ ამომრჩევლის დაშინება მოახდინოს, რასაც ყოველთვის აკეთებს ყველა არჩევნების წინ. თავიდან უნდა ავიცილოთ ყველა შესაძლო დაძაბულობა და დაძაბულობის კერა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.